მიგრანტების კრიზისი

ევროკავშირი მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს

Reuters

ევროპაში მიგრანტების კრიზისი გრძელდება. ამჯერად, ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე იმ გეგმაზე იმსჯელეს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციას ეხება.

მინისტრებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის იმ პირების დაკავებაც, რომლებიც გაძევებამდე შეიძლება მიიმალონ.

შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის მხრიდან უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება იმ ქვეყნებზე, საიდანაც მიგრანტები ევროპაში შემოდიან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერებას ჯერ კიდევ ცდილობენ. 2015 წლის განმავლობაში სირიიდან და სხვა კონფლიქტის ზონებიდან ევროპაში 600 ათასი მიგრანტი ჩავიდა, რომელთაგან უმეტესობა ომს, სიღარიბესა და დევნას გამოექცა. 

კომენტარები