მიგრანტების კრიზისი

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა

EPA

ლიბიის სანაპიროსთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა. განგაშის სიგნალი ლუქსემბურგულმა თვითმფრინავმა მიიღო, რომელიც ახლოს პატრულირებდა. მაშველების თქმით, მათ 50-მდე ადამიანი გადაარჩინეს, დაახლოებით 30 კი, სავარაუდოდ, დაიღუპა.

უკანასკნელ ორ დღეში ეს ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული, მიგრანტებით დატვირთული მეორე გემია. გუშინ იტალიელმა მაშველებმა 562 მიგრანტი გადაარჩინეს.

კომენტარები