სასჯელაღსრულების სამინისტრო

აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების დარღვევებზე მასალა პროკურატურას გადასცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებული მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.

მასალები მოიცავს როგორც უწყების თანამშრომლებზე 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებულ ფაქტებს, ისე კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში გამარჯვებულად შპს "G.M.M." გამოვლინდა.

კომენტარები