თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ საგზაო დეპარტამენტის კონფერენციაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეცვლაზე ისაუბრა.
ლექვინაძის განცხადებით, ყვითელი ავტობუსების განახლება მომავალი წლიდან დაიწყება.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ "EBRD"-სთან. გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხარდაჭერაც და მომავალი წლის გარკვეულ პერიოდში თბილისში გვეყოლება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თბილისის მერიაში ვერ აზუსტებენ თუ რა ვადებში შეიცვლება და რა თანხა დასჭირდება ავტოპარკის სრულ განახლებას.