ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

უგრეხელიძე: რატომ არ იყენებს ნაფიც მსაჯულებს არც ერთი საერთაშორისო სასამართლო?

მე გეკითხებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რომ კარგი ყოფილიყო, საერთაშორისო სასამართლოებს მოასწრებდა ვინმე ამის დანგრევას?! რატომ არ იყენებს ნაფიც მსაჯულებს არც ერთი საერთაშორისო სასამართლო?! იმიტომ რომ იქ ძალიან მაღალი სტანდარტებია. შეიძლება, სხვა მიზეზებიც იყოს, იქ იმდენად ჩახუჭუჭებული და რთული საკითხები წყდება, რომ ნაფიცი მსაჯულისთვის ეს მძიმე ტვირთი იქნება, მაგრამ ესეც ხომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არაეფექტიანობის მიმანიშნებელია?! ავიღოთ მსოფლიოს ყველაზე რაციონალური და პრაქტიკული ერები, რატომ არ აქვთ მათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო? იაპონელებმა პირდაპირ თქვეს, ჩვენს კულტურას ეს ვერ მიესადაგება და ეს ნაყოფი ჩვენს ნიადაგზე ვერ გაიხარებსო, ჩვენთან კი, როგორც ჩანს, ყველაფერი ხარობს.

კომენტარები