პრორუსული განწყობები იზრდება და ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფება ჭიანურდება გარკვეული მიზეზების გამო. გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზია სწორედ ის, რაც ხდება მედიასთან მიმართებით. კომისარი ფულე იყო ცოტა ხნის წინ ჩამოსული კონფერენციაზე. მე ამ ადამიანისგან ასეთი კრიტიკა არ მომისმენია. მან უსუფაშვილს უთხრა, რომ - თქვენ სკეპტიკოსებს აძლევთ საბაბს. აი, ეს არის საბაბი ევროკავშირში, ნატოში მყოფი სკეპტიკოსებისა, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეჭვის თვალით უყურებენ, რომ არასოდეს საქართველო არ გახდეს თავისუფალი სივრცის ნაწილი,. ეს არის, დღეს რაც ხდება. საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესს აზარალებს დღეს ბიძინა ივანიშვილი, თითოეული მოქალაქის ინტერესს, ჯიბეს, თავისუფლებას, ყველაფერს.
tbl.ge/zgb
დაკოპირდა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა სხვა შუადღეში, ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღებაზე.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




