მე არ მაქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, შესაბამისად, მე კანონებს ვერც ვწერ, ვერ ვიღებ, მე მათ მხოლოდ ვეტოს ვადებ ხოლმე, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს. ასე რომ, კანონი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, არ ვიცი, რომ იხილებოდეს, მე არ ვიცი, პარლამენტში თუ არის ასეთი ინიციატივა. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას - პოლიტპატიმარი, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმედ გასაგონი სიტყვა და მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული, აქვთ პოლიტიკური აწმყო. ეს საკითხები გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად.
tbl.ge/n1t
დაკოპირდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: როცა მათ უწოდებთ სინდისის პატიმარს, განზრახ შექმნილი ბარიერია, რომ არ შეიწყალონ
- მამა ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ ხელისუფლებასთან ამ საკითხს
- მელაშვილი, ილიჩოვა, ხუსკივაძე და კობალაძე აშშ-ს რურუა-მელიას საქმეებზე წერილით მიმართავენ
- თალაკვაძე: დიალოგისას არაერთხელ ვთქვით – გიორგი რურუა არაა პოლიტიკური საკითხი
- კობახიძე რურუაზე: ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, მარტივი აქსიომაა




