გაზმომარაგება

საბურთალოს ნაწილს და ლილოს დასახლებას გაზმომარაგება შეუწყდება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, საბურთალოს რაიონში, 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, კარტოზიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი მ2-ის ტერიტორიასთან გამავალ საშუალო წნევის დ-450 მმ გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება შევარდენიძის, საბურთალოს ქუჩის 57-67 კორპუსების, ყაზბეგის გამზირის 18, 20, ზაქარიაძის, ასათიანის, ვ.ფშაველას გამზირის 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხის #3, 5, ვ.ფშაველას I შეს. 7, 9-ში მდებარე კორპუსების, ნუცუბიძის ქუჩის 2-დან 50-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქუჩის 9/7-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: ვ.ფშაველას გამზირზე - რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, საბურთალოს ქუჩაზე - სასტუმრო "ბატესტას", ასათიანის ქუჩაზე მდებარე დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სხვა; სულ 3200-მდე აბონენტს. 

ამის გარდა, 11.00 საათიდან 17.00 საათამდე, ლილოს დასახლებაში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #351-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება ლილოს დასახლების I კვ-ში 5, 15, 16, II კვ-ში 1, 2, 3, 4, 5, 8, 10, 11, 12, IV კვ-ში 1, 2, 5, 6, 7, 10, 12, 13, V კვ-ში 1, 2 კორპუსების, ლილოში - ფრანგულიანის და ორახელაშვილის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს. სულ 2000-მდე აბონენტს. გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე. 

ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისათვის და მოუწოდებს მოსახლეობას, გაზმომარაგების აღდგენამდე ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

კომენტარები