საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, რვა სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული აფთიაქების უფლებამოსილი პირები, ფარმაცევტული კანონმდებლობისა და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად ყიდდნენ რეცეპტის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე. აღნიშნულ აფთიაქებში უკანონოდ გაიცემოდა ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები - დიაზეპამი, ბაკლოსანი, გაბაპენტინი, გაბაგამა და სხვა.
"აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, რვა აფთიაქის მიერ, 2014 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 5 809 231ლარი", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პიველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.





