რეალურად დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა სინამდვილეში, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს და შთაბეჭდილება მაქვს, რომ ხელჩამოშვებული ელოდება, როდის მობეზრდება ქართველ ხალხს დასავლეთისკენ სწრაფვა და სხვა მომავალს აირჩევს. საქართველოს ხელისუფლება დღეს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, ერთის მხრივ, თავდაცვითი მექანიზმები შექმნას რუსეთის საინფორმაციო ომში, მეორეს მხრივ, გაააქტიუროს საკუთარი რესურსი დასავლეთში. რა თქმა უნდა, რუსეთის პროპაგანდა საქართველოში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი მოატყუოს, მაგრამ ამავე დროს დასავლეთში რუსეთის პროპაგანდა ცდილობს, რომ შექმნას იმიჯი, რომ საქართველო, უკრაინა წარუმატებელი ქვეყნებია; რომ ეს არ არის ის ქვეყნები, რომელთა ადგილიც დასავლეთშია. შესაბამისად, ცდილობს, გაუჩინოს განცდა დასავლეთს, რომ ეს ქვეყნები მხოლოდ არასტაბილურობას შეიტანენ დასავლეთში, რომ მათ არაფერი აქვთ შესათავაზებელი მათთვის. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება საინფორმაციო ომს რუსეთთან აგებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.
tbl.ge/h34
დაკოპირდა

სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრის დირექტორი სალომე სამადაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.
ამავე თემაზე
- პრორუსი ფიფიას თქმით, კრემლმა შესაძლოა 'რუსოფობიის' ხელშემწყობი ქართული კომპანიები აკრძალოს
- ზახაროვას თქმით, რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ, რომ "პლანეტა კოლაფსისგან იხსნან"
- OpenAI-მ რუს პროპაგანდისტებთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა
- რუსეთის მტკიცებით, ევროპა მოლდოვის ოკუპაციისთვის ემზადება
- რუსეთის მტკიცებით, ევროკავშირი სერბეთში "მაიდნის" მოსაწყობად ემზადება




