ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

უშიშროების საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა

ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახური

უშიშროების საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა. საბჭოს 11 წევრიდან სხდომას მხოლოდ 7 ესწრებოდა. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილებების მისაღებად კი, სხდომაზე წევრთა ორი მესამედის ანუ, 8 წევრის დასწრებაა საჭირო. დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი 2016 წლისათვის ავღანეთში საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა იყო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული უშიშროების საჭოს მდივანმა თქვა, საბჭოს გადაწყვეტილებით, რაოდენობა იგივე იქნება, თუმცა ამ საკითხზე დღეს ქვორუმის არარსებობის გამო ვერ მიიღეს გადაწყვეტილება.

„უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, რაოდენობა იქნება იგივე გადაგზავნილი პარლამენტში, ოღონდ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ამ სხდომაზე. ვინც დღეს ესწრებოდა ყველა დაეთანხმა ამ გადაწყევტილებას. მე, როგორც უშიშროების საჭოს მდივანს დამევალა ამ გადაწყვეტილების პროცედურულად გაფორმება. როდესაც 8 წევრი მოაწერს ხელს ამ გადაწყვეტილებას, ის  გადაიგზავნება პარლამრენტში.“-განაცხადა იმერლიშვილმა.

ერთ-ერთი წევრი ვინც დღეს სხდომას არ დაესწრო პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა დასწრება გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლო და მისი პოზიცია თავდაცვის მინისტრმა წარადგინა. ღარიბაშვილის გარდა დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ორი კომიტეტის თავმჯდომარეები, თედო ჯაფარიძე და ირაკლი სესიაშვილი.

გარდა სამხედროების რაოდენობისა, დღევანდელ სხდომაზე სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილზე იმსჯელეს.

 

კომენტარები