ლარის გაუფასურება

მაჭავარიანი: შტატგარეშე მოსამსახურეების ხელფასები 6 თვეში 17 მლნ-ით გაიზარდა

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა ყოველდღიურად უშვებს შეცდომებს, რის გამოც ლარი უფასურდება. მაჭავარიანმა გადაცემა არჩევანში ბიუჯეტში გაზრდილ ხარჯებზე დოკუმენტები წარადგინა და ხელისუფლებას ლარის გამყარების კუთხით ბიუჯეტის შემცირების აუცილებლობა შეახსენა.

"2015 წელს შტატგარეშე მოსამსახურეების ხელფასები 6 თვეში 17 მილიონი ლარით გაიზარდა და ეს მაშინ, როცა ხარჯები უნდა შეემცირებინათ. ოფისის ხარჯები, რბილი ავეჯი და ყველაფერი შედის ამ ხარჯებში, გაზარდეს 11 მილიონი ლარით. რბილი ინვენტარი, უნიფორმა და პირადი ჰიგიენის საშუალებები - 3 მილიონი ლარით. ჩვენი მთავრობა ყოველდღიურად უშვებს იმ შეცდომებს, რის გამოც ლარი უფასურდება", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მხოლოდ მელიორაციის დეპარტამენტმა ექვს თვეში პრემიებში დახარჯა იმდენი, რაც წინა წელს მთლიანად დეპარტამენტს მოხმარდა.

კომენტარები