ლარის გაუფასურება

მაჭავარიანი: საზედამხედველო სამსახურის გამოყოფა ივანიშვილის შიშებს უკავშირდება

დღეს ლარის რყევა რომ გაგრძელდება, ყველას ეცოდინება, რომელი ჯგუფის ბრალია. სწორედ ამ სტრუქტურის ბრალია, რომელიც მეჭიაურმა გამოყო, გაიხსენეთ, ჯავახიშვილი, კვირიკაშვილი წინააღმდეგები იყვნენ, იმიტომ, რომ ადამიანებმა, რომელთაც კარგი ეკონომიკური განათლება აქვთ, იციან, რომ ეს არ არის სწორი. რატომ გაკეთდა მაშინ თუ არ არის სწორი? ბიძინა ივანიშვილს აქვს წინასაარჩევნო შიშები, რომ ვაიმე, ვიღაც არ გაძლიერდეს, ვაიმე, სააკაშვილი არ ჩამოვიდეს, უგულავა ერთ დღეზე მეტი გარეთ არ გაჩერდეს და ფული, საიდან მივა ფული ოპოზიციაში. მან ხო ეს ყველაფერი ასე გათვალა. მისი საფიქრალი ის კი არ არის, მეტალურგიის ქარხანა რატო გაჩერდა, ვაგონშემკეთებელი ქარხანა რატო გაჩერდა. მისთვის მთავარია ეს საბანკო ზედამხედველობა. მათ იმდენიც ვერ მოიფიქრეს, რომ ქართუ და პროკრედიტ ბანკებისთვის არ ჩაებარებინათ ეს საქმე. ეს ბანკების მიმართ იყო გზავნილი. რაც შეეხება ენერგეტიკას, ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება ძალიან ცუდი სიგნალია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა კატასტროფულია, ენერგეტიკა იზრდება 9-10%-ით. ამ სამი წლის განმავლობაში ვითომდა ტარიფების შემცირებამ რა გააკეთა? არანაირი ინვესტიცია არ ჩაიდო ქსელების გამაგრებაში და მცირე ქარიც და წვიმაც არის გარანტია, რომ შუქი მიდის. დღეს ტარიფი გაიზარდა, მაგრამ ეს კომპანიები ამ პრობლემების მოგვარებაში მოსახლეობას ვერ დაეხმარებიან. ენერგეტიკაში კატასტროფისკენ მივექანებით. იმ კამპანიის მძევლები არიან ჩვენი კოლეგები, რომელიც მათ გააჩაღეს დიდი ჰესების წინააღმდეგ. ახლა ძალიან უნდათ ხუდონის მშენებლობა და ნესკრაც, მაგრამ გვიანია, ისეთ მორევში შევიდნენ, იქიდან ვეღარ გამოვლენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიხეილ მაჭავარიანი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში საზედამხედველო სამსახურის გამოყოფასა და ენერგეტიკაზე

კომენტარები