აქციები მოსამართლეების სახლებთან

გიორგი პაპუაშვილის სახლთან უკანონო აქციები გრძელდება

პირველი არხი

არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გადადგომას ითხოვს.

აქციები პაპუაშვილისა და სხვა მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან გრძელდება.

აქციის მონაწილეები გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პაპუაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მიხედვით კი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კომენტარები