სასამართლო გადაწყვეტილების ხელმოწერა ხდება არა საავადმყოფოში, ან ეზოს რომელიმე კუთხეში, არამედ სათათბირო დარბაზში. გიორგი პაპუაშვილს, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეს, ჰქონდა და აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საკუთარი სასამართლოს მოსამართლეებს. მას შევახსენებ, რომ საქართველოში არსებობს საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, რომელშიც მისი გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის და კასკადია პროცედურული დარღვევების ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარი და არა მხოლოდ. ამიტომ ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, მოსამართლეები უნდა იყვნენ დაცული, მაგრამ მოქალაქეს აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.
აქციები მოსამართლეების სახლებთან
წულუკიანი: მოსამართლე დაცული უნდა იყოს, მაგრამ ადამიანს გამოხატვის უფლება აქვს
tbl.ge/1mr
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შეგახსენებთ, რომ მოსამართლეების სახლებთან საპროტესტო აქციები გრძელდება.
ამავე თემაზე
- ბოკერია: უსუფაშვილის და წულუკიანის განცხადებები პირდაპირ წაქეზებაა ზეწოლისკენ
- პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ უცხოელი მეგობრები უკეთ იცნობენ ჩვენს კანონმდებლობას
- ვენეციის კომისია: მოსამართლეები და მათი ოჯახები დაცული უნდა იყვნენ
- უსუფაშვილი: საკონსტიტუციოს მოსამართლეების განცხადება აბსურდული და უსაფუძვლოა
- პაპუაშვილი: მოსამართლეების სახლებთან აქციებზე პოლიცია საერთოდ აღარ ჩნდება