აქციები მოსამართლეების სახლებთან

ბოკერია: უსუფაშვილის და წულუკიანის განცხადებები პირდაპირ წაქეზებაა ზეწოლისკენ

პარლამენტის თავმჯდომარის და წულუკიანის განცხადებები პირდაპირ წაქეზება და მოწოდებაა ზეწოლისკენ, თან სრულ უცოდინრობას ან ცრუპენტელობას ავლენენ. მოსამართლეები ერთადერთი ჯგუფია ჩვენი კანონმდებლობით, რომელთა სახლებთანაც აქციების გამართვა არ შეიძლება. ნივთების სროლა საერთოდ არსად არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ ივანიშვილის სახლთან, აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე, აიძულეს მთელი ქალაქის პოლიცია ყოფილიყო და დააკავეს მშვიდობიანი მანიფესტანტები. მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება ივანიშვილს, იმის ნაცვლად, რომ ემსახურებოდეს ხალხს და ვინც ივანიშვილს არ მოეწონება და არ დაემორჩილება, იმათ უქსევენ საკუთარ დაქირავებულ ჯგუფებს. სახელმწიფო მოსამართლეებს არ იცავს. ეს არა მარტო იმიჯის შელახვაა, ეს არის ქვეყნის საფუძვლების მორყევა და ამას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობაც ხედავს.

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან გამართულ აქციებზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კომენტარებზე.

კომენტარები