იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება ნამდვილად არ ღირს. პარლამენტის თავმჯდომარის ნათქვამზეც კომენტარის გაკეთება ზედმეტია, იმიტომ, რომ აზრს ვერ ვხედავ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უარესი პრობლემა ისაა, რომ არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს არცერთხელ არ დაუგმიათ ის ქმედებები მოსამართლეების მიმართ და მათი ოჯახის წევრების მიმართ - არც სახლების ბლოკირება, არც ნივთების შეყრა სახლეებში, არც ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები. დანარჩენზე პოლემიკაში შესვლას აზრი აღარ აქვს, როგორც ვხედავ. ძალიან სამწუხაროა, რომ, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ჩვენი უცხოელი მეგობრები უფრო რეალურად აფასებენ, ხედავენ და უკეთ იცნობენ ჩვენს კანონმდებლობას. ასე რომ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თვითონ უნდა გაიაზრონ, რა მოჰყვება სასამართლოზე ამგვარი ზეწოლის ფაქტებს და არაღკვეთას.
აქციები მოსამართლეების სახლებთან
პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ უცხოელი მეგობრები უკეთ იცნობენ ჩვენს კანონმდებლობას
tbl.ge/ula
დაკოპირდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.
ამავე თემაზე
- ბოკერია: უსუფაშვილის და წულუკიანის განცხადებები პირდაპირ წაქეზებაა ზეწოლისკენ
- წულუკიანი: მოსამართლე დაცული უნდა იყოს, მაგრამ ადამიანს გამოხატვის უფლება აქვს
- ვენეციის კომისია: მოსამართლეები და მათი ოჯახები დაცული უნდა იყვნენ
- უსუფაშვილი: საკონსტიტუციოს მოსამართლეების განცხადება აბსურდული და უსაფუძვლოა
- პაპუაშვილი: მოსამართლეების სახლებთან აქციებზე პოლიცია საერთოდ აღარ ჩნდება