რუსთავი 2-ის საქმე

მოსამართლემ რუსთავი 2-ის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები დაიწყო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კერძოდ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საქმეზე ზეპირი მოსმენის, კოლეგიური ანუ სამი მოსამართლის მიერ საქმის განხილვა და ასევე მოსამართლის აცილების შუამდგომლობები.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სხდომაზე ხელმეორედ დააყენა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა. მისი თქმით, მოსამართლე საქმესთან მიმართებით არაობიქტური იქნება.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ისგან დამატებით 19 მილიონ ლარამდე მოითხოვეს.

კომენტარები