ლარის კურსი

მეჭიაური: ჯერ თავს ვიკავებ კომენტარისგან, ლარის გაუფასურების საბაბი არ გავხდე

ტაბულა

ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ეროვნულ ბანკს უკავშირებს, თუმცა, კომენტარისგან თავს იკავებს. მისი თქმით, როდესაც ზედამხედველობის სამსახური დაკომპლექტდება, ისინი "უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგვცემენ პრობლემებთან დაკავშირებით".

"კი, ეროვნულ ბანკს ვუკავშირებ, მაგრამ მინდა, ჯერ მაინც თავი შევიკავო ჩემი კომენტარებისგან. კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა არ მოვახდინო, ან მე არ გავხდე საბაბი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუარესების", - ამბობს მეჭიაური.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 დოლარის ყიდვა 2.41 ლარად შეიძლება. კომერციულ ბანკებში კი, 1 დოლარის ღირებულება 2.54 ლარს აღწევს.

კომენტარები