მიგრანტები ევროპაში

მიგრანტების ახალი მარშრუტი - მათ ხორვატიას მიაღწიეს

Reuters

მიგრანტთა პირველმა ნაკადმა ხორვატიას მიაღწია - ეს მათი ახალი მარშრუტია ევროკავშირის ქვეყნებისკენ. როგორც ცნობილია, უნგრეთმა სერბეთთან საზღვრის გასწვრივ 175-კილომეტრიანი, 4 მეტრის სიმაღლის მავთულხლართებიანი ღობე დაამონტაჟა. 

ხორვატია აცხადებს, რომ ის მზადაა მიგრანტების საკუთარ ქვეყანაში მისაღებად ან სასურველ ქვეყანამდე მიმართულების მისაცემად. მიგრანტები, რომლებიც ძირითადად სირიელები არიან, გერმანიისკენ ისწრაფვიან.

კომენტარები