მიგრანტები ევროპაში

უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი კვოტებით ლტოლვილების მიღებაზე უარს ამბობენ

BBC News

უნგრეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში გერმანელ და ლუქსემბურგელ კოლეგებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ლტოლვილების მიღებაზე ევროკავშირის ქვეყნებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებაა. ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყანა უარს ამბობს ლტოლვილების კვოტებით მიღებაზე. ევროკომისიის წინადადების თანახმად, რომელსაც მხარი ევროპარლამენტმა დაუჭირა, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში 120 ათასი მიგრანტი უნდა განაწილდეს. მხოლოდ უნგრეთში წელს 150 ათასი მიგრანტი ჩავიდა, მთლიანად ევროკავშირში კი - თითქმის 350 ათასი.

ამასთან, შეერთებული შტატები მზადაა, 10 ათასი სირიელი ლტოლვილი მიიღოს. ამის შესახებ ბარაკ ობამას პრესმდივანმა განაცხადა. აქამდე ამერიკამ მხოლოდ 1500 სირიელი მიიღო. 4 ათასი ადამიანის შეფარების მზადყოფნა ირლანდიამ გამოთქვა. დიდი ბრიტანეთი მზადაა 20 ათასი ადამიანის მისაღებად. გერმანია კი წელიწადში 500 ათასი ლტოლვილის მიღების მზადყოფნას გამოთქვამს.

კომენტარები