ლარის გაუფასურება

ტყემალაძე: ლარის კურსი მარტო დოლართან მიმართებით ეცემა

ლარის კურსი ეცემა დოლართან მიმართებით, თორემ დანარჩენ ვალუტასთან სუყველასთან ერთნაირად უკავია. იცით, თქვენ ეს არ არის ქართული პრობლემა, ეს არის აბსოლუტურად ყველა ქვეყნის პრობლემა და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის, როცა გარშემო რამდენიმე ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არა მარტო ერთ უკრაინაში, არამედ თურქეთშიც... რუსეთში კიდევ რა მდგომარეობაა, თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, აქედან გამომდინარე, ეს, რა თქმა უნდა, არ შველის, ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გავზარდოთ ინვესტიციების რაოდენობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე. აღსანიშნავია, რომ ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურებულია. ერთი ევროს ფასი ოფიციალური კურსით 2.73 ლარია. კომერციულ ბანკებში კი, ერთი ევრო 2.88 ლარი ღირს. საქართველოს ეროვნული ვალუტა ასევე გაუფასურებულია გირვანქა სტერლინგთან და პოლონურ ზლოტთან.

კომენტარები