მედია

გრიგოლია: პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვინც საქმის კურსში ჩავაყენე

 

პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მე ვესაუბრე. გამოვედი თუ არა, ეს გადაწყვეტილება როგორც კი გახდა ჩემთვის ცნობილი, მე მას მივწერე SMS, პირადად გადმომირეკა და პირველი ადამიანია, ვინც მე ჩავთვალე რომ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. იმიტომ, რომ მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მერე ვთქვი კიდეც - როგორ ვნანობ, რომ თავის დროზე არ მივიღე როგორც ამომრჩეველმა მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და მას არ მივეცი ხმა. თუ ის მეორედ დააყენებს კანდიდატურას არჩევნებში, მე მას აცილებლად მივცემ ხმას არჩევნებში. იცით რატომ მივცემ? იმიტომ, რომ ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გადმორეკა, მოისმინა და ის იყო ძალიან კარგი და ძალიან მკვეთრი თავის განცხადებაში, რომელიც მან გააკეთა.ქ

ინგა გრიგოლიას კომენტარი გადაცემა არჩევანში. ჟურნალისტის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვისაც ტელეკომპანია იმედზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები