სემეკი

პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტი დავით ასლანიშვილის, გიორგი ფანგანისა და მარინა გულედანის კანდიდატურებს პარლამენტში წარსადგენად მთავრობას გადაუგზავნის. 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება. ამჟამად კომისიას 3 წევრი ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება. თუ ამ პერიოდისთვის ერთი ახალი წევრი მაინც არ დამტკიცდა, კომისია სხდომებს ვერ ჩაატარებს, რადგან კვორუმი არ ექნება.

კომენტარები