განზრახ მკვლელობა

შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობა გახსნა

metro.us

შსს-მ ფონიჭალაში 3 სექტემბერს მომხადრი მკვლელობა გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ფონიჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ უსალ გ-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აგირ ქ. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

1989 წელს დაბადებული აგილ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები