დაკავება

სამართალდამცველებმა 5 გრამი ბიო ამოიღეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ბიოს უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1981 წელს დაბადებული ალექსანდრე ნ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, 5 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ბიო ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები