პრეზიდენტის ვეტო

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 81 ხმით დაძლია

პარლამენტმა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სახით წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი უყარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს, რომელმაც 14 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, 46-მა დეპუტატმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. ამის შემდეგ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უყარა კენჭი, რასაც პარლამენტის 81-მა წევრმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი 12 დეპუტატი წავიდა.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასა და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პრეზიდენტს ხელმოსაწერად ხელმეორედ გადაეგზავნება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ შემუშავებული კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. 

კომენტარები