თამაზ მეჭიაური

ხიდაშელი: სამწუხაროდ, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითიც ვიამაყებდი

ვფიქრობ, რომ აქ სრულიად ცალსახა არის დამოკიდებულება. არ მგონია, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებს ღირსებას მატებს. ეს იყო ცალსახად შეურაცხმყოფელი განცხადება არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მის [თამაზ მეჭიაურის] მიერ ასე შეურაცხმყოფელად მოხსენიებულ დეფინიციად შეიძლება, თავს გრძნობდეს - მათ შორის, ჩემთვისაც, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ვამაყობ იმით, რომ დიდი ხნის, 15 წლის განმავლობაში ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ვიყავი ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ანუ ე.წ. სოროსის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, ამ წარსულით ვამაყობ და თუ ვინმეს პრობლემა აქვს ამასთან, შემიძლია, პირადად განვუმარტო, მოვუყვე ყველა ის სიკეთე, რასაც არასამთავრობო ირგანიზაციები ჩვენი ქვეყნისთვის 20 წელია, აკეთებენ. სამწუხაროდ, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითიც ვიამაყებდი.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით თქვა - "ივანიშვილმა სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".

კომენტარები