ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ქრთამის აღებისთვის ვანის კომუნალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, გია ნიკოლეიშვილი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. 

"დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები