რუსთავი 2-ის საქმე

შავგულიძე რუსთავი 2-ზე: თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ ქართული ოცნების ხელი არ ურევია

თავს ვერ მოვიტყუებთ და ვერ დავიჯერებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავა მართლა ყოფილმა მეპატრონეებმა წამოიწყეს და ამაში ქართული ოცნების ხელი არ ურევია. ამის თქმის საფუძველს ამ დავასთან დაკავშირებული ბევრი გარემოება მაძლევს. ასევე არ შეიძლება იმის დაჯერება, რომ ტელეკომპანია იმედმა საკუთარი ინიციატივით შეაჩერა მისი მაუწყებლობის ყველაზე მეტად რეიტინგული გადაცემები და თან ეს გააკეთა წინასაარჩევნო წლის დასაწყისში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ტელეკომპანიის რეიტინგი სწორედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქშოუებზე იქნება დამოკიდებული. ცხადია, რომ ამ სეგმენტის დახურვა იმედზე ასევე ხელისუფლების ჩარევის შედეგად მოხდა.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები