ლარის გაუფასურება

ლარი ისევ გაუფასურდა, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.34 გახდა

ტაბულა

გამყარების რამდენიმე დღის შემდეგ ლარი კვლავ გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ღირებულება 0.3 თეთრით გაიზარდა და 2.34 ლარს შეადგენს. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 1.5 თეთრით გამყარდა. ერთი ევროს ღირებულება 2.63 ლარს შეადგენს. 

გასულ კვირაში 2015 წლის ლარის გაუფასურების მაქსიმალური მაჩვენებელი 2.41 დაფიქსირდა. მთავრობა ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის დროს ელოდა, თუმცა წელს იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნით რჩება, 0.2%-ით შემცირდა. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები