საზოგადოებრივი მაუწყებელი

მიშველაძე გადაცემის დახურვაზე: ჯერ ვერაფერს გეტყვით, ახლა მივდივარ სამსახურში

პირველი რადიო

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა პირველი სტუდიის წამყვანი ეკა მიშველაძე მისი თოქშოუს დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

„ჯერ ვერაფერს გეტყვით. ახლა მივდივარ სამსახურში, შვებულების მერე პირველად“, - უთხრა პორტალ კვირას ეკა მიშველაძემ.

რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს, რომ ეკა მიშველაძის გადაცემა პირველი სტუდია დაიხურა. აქვე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედმა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები შეაჩერა.

კომენტარები