მდგომარეობა უკრაინის აღმოსავლეთში კვლავ დაიძაბა. ანტიტერორისტული შტაბის ცნობით, პრორუსი სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთ დღე-ღამეში 7 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 13 კი, დაშავდა. ქალაქ მარიუპოლთან და დონეცკთან სეპარატისტებმა, მინსკის შეთანხმების დარღვევით, მძიმე არტილერია, ნაღმმტყორცნები და გრადის ტიპის დანადგარები გამოიყენეს.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ე. წ. ნორმანდიის ფორმატში, უკრაინის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების და გერმანიის კანცლერის მონაწილეობით სატელეფონო მოლაპარაკება უნდა გაიმართოს. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმება არ სრულდება.