სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ვერტმფრენების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრენის ფაქტს არ ადასტურებს.
ცნობისთვის, GHN-ის ინფორმაციით, რუსეთმა დღეს, NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია. კერძოდ, სააგენტოს მტკიცებით, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონიდან შემოფრინდა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა
სუს-ი რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას არ ადასტურებს

რუსთავი 2