ლარის გაუფასურება

კვირიკაშვილი ლარზე: აჟიოტაჟი თუ მოიხსნება, არაფერი საგანგაშო არ ხდება

ჩინეთის ბირჟაზე, 2007 წლის შემდეგ, ნავთობის ფასი ჩამოვიდა 39 დოლარზე. ამ სიტუაციაში ჩვენთან რაც ხდება, ძალიან დიდ წილად აჟიოტაჟზეა დამოკიდებული და ეს არავის წაადგება. ჩვენთან არის ჭარბი ვალუტა და ეს დათვლილია, იმპორტი უფრო მეტად არის შეკვეცილი, ვიდრე ექსპორტი, დღეს აჟიოტაჟი თუ მოიხსნება, არაფერი საგანგაშო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება... მთავრობა არის მზად, რომ გადახედოს ბიუჯეტის კომპონენტებს. ჩვენთვის ამ სიტუაციაში ეკონომიკურ ზრდაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს საბიუჯეტო სახსრების გადახედვა ან ეროვნული ბანკის მხრიდან მეტი ინტერვენციის განხორციელება.

ეკონომინის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის გაუფასურებაზე, რუსთავი 2-ის ცნობით.

კომენტარები