NATO

პოლონეთის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს მუდმივი ბაზების შექმნას ითხოვს

andrzejduda.pl

პოლონეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს მუდმივი ბაზების შექმნას დაუჭირა მხარი.

„ჩვენი მეგობარი სამხედრო ძალები იქ უნდა იმყოფებოდნენ, სადაც NATO-ს რეალური საზღვარი გადის. ეს ჩემი წინადადებაა, ჩვენმა მოკავშირეებმა მასზე უნდა იმსჯელონ“, - განაცხადა ტალინში ყოფნისას ანდჟეი დუდამ. 

მისი აზრით, ეს ისტორიული თვალსაზრისით სწორი და სამართლიანი ნაბიჯი იქნებოდა. დუდას წინადადებას მხარი მისმა ესტონელმა კოლეგამ დაუჭირა. 

კომენტარები