ლარის გაუფასურება

ტყემალაძე ლარზე: ვეტოს გამო გაურკვევლობა გაგრძელდა და ამით სარგებლობენ

ოფიციალური კურსი ნაკლებია. ბუნებრივია, ეს კომერციულმა ბანკებმა თავიანთი კურსი დაადგინეს. ბუნებრივია, მათ აქვთ თავიანთი საქონელი - რამდენადაც უნდათ, იმდენად გაყიდიან. თუმცა ეს არ მიმაჩნია, რომ ამ მომენტში სწორი ქმედება იყოს. მთავრობას ვთხოვდი, ამ საკითხისთვის გადაეხედა... კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, პარლამენტი როგორც შეიკრიბება, ვეტო დაიძლევა. [ლარის გაუფასურების] მიზეზს ვხედავ ამ გაურკვევლობაში, რომელიც გაგრძელდა, ეს გაურკვეველი სიტუაცია გაგრძელდა და როგორც ეტყობა, ამით მავანი და მავანი სარგებლობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ლარის გაუფასურებაზე.

კომენტარები