აწარმოე საქართველოში

პრემიერი პროგრამაზე აწარმოე საქართველოში: ბიზნესმენებისგან პასიურობას ვხედავთ

მინდა, გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვხედავთ პასიურობას ბიზნესმენების მხრიდან, მაშინ, როდესაც ასეთი პირობები გვაქვს შექმნილი. საქართველოში დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, გვაქვს თავისუფალი მედია, სასამართლო და ყველა პირობა იმისთვის, რომ ქართველმა მეწარმემ აწარმოოს ბიზნესი. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ ქართული პროდუქცია და ამით კონკურენცია გავუწიოთ უცხოეთიდან შემოტანილ დაბალხარისხიან პროდუქციას. იმპორტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. მთავრობა მზად არის, გვერდით დაუდგეს ბიზნესმენებს, რომლებსაც მეტი გაბედულება სჭირდებათ.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამთავრობო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში." პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიზნესისთვის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას ახდენს.

კომენტარები