ქუჩაში დაჭრა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

metro.us

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი ორ უცნობ მამაკაცს აშველებდა, გამშველებელი სავარაუდოდ ერთ-ერთმა მამაკაცმა დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ჩხუბის ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

კომენტარები