ე.წ. კაბელების საქმე

ალასანია: ვულოცავ ღირსეულ თანამშრომლებს სამსახურში აღდგენას

თავისუფალი დემოკრატები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ლობჟანიძესა და არჩილ ალავიძეს თავიდაცვის სამინისტროში სამსახურში აღდგენას ულოცავს.

"ვულოცავ ჩემს ღირსეულ თანამშრომლებს გიორგი ლობჟანიძეს და არჩილ ალავიძეს სამსახურში აღდგენას და იმედი მაქვს, სამართლიანობა დანარჩენი 3 თანამშრომლის ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის და დავით წიფურიას შემთხვევაშიც იზეიმებს, რომლებიც ასეთივე უდანაშაულო მსხვერპლი იყვნენ "კაბელების" გამოგონილი საქმის. ამ ფაქტს, ასევე ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს და მთელ საზოგადოებას", - წერს ალასანია ფეისბუქზე.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს. აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეში აღარ არიან. ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. 

კომენტარები