ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმის მონაწილეები თავდაცვის სამინისტროში მუშაობას განაახლებენ

ეკა შანიძე

ე .წ კაბელების საქმის მთავარი მონაწილეები გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე მუშაობას განაახლებენ - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე, გირაოს გარეშე დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან 19 ივნისს გაათავისუფლა. სასამართლოს დაკავებულთა პატიმრობის გაუქმების შესახებ თავად პროკურატურამ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვაში ედებოდათ ბრალი. რვათვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ბრალდებულები პირადი თავდებობის სანაცვლოდ, 19 ივნისს გაათავისუფლეს.

კომენტარები