საყოველთაო ჯანდაცვა

ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვამ, ამ სფეროში, ყველაფერი არია

facebook.com

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვამ, ამ სფეროში, ყველაფერი არია, სამინისტროს კი მდგომარეობის გამოსწორების გეგმა არ აქვს. მისივე თქმით, ამ პროგრამამ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა ვერ გადაჭრა.

„პრაქტიკულად ამოიწურა პროგრამის რეფერალური მომსახურება, 15-მილიონლარიანი წლიური ბიუჯეტი. არადა, ჯერ მხოლოდ 12 აგვისტოა. ამ პროგრამას სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს. გაძვირებული მედიკამენტისა და მკურნალობის ხარჯის დაფარვა იმდენად ბევრ ადამიანს უჭირს, რომ სამინისტრომ 13.7 მლნ ლარი უკვე დახარჯა და ბიუჯეტის ეს მუხლიც გასაზრდელი აქვს. 7 თვეში ამოიწურა სხვა პროგრამის 9 თვის ფინანსებიც. ესაა სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, მიზეზი მარტივია: რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რაიონული საავადმყოფოების დატვირთვა ჰოსპიტალურ ნაწილში მკვეთრად შეამცირა, ამ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისების რაიოდენობამაც იკლო. ამიტომ სულ უფრო მეტი პაციენტი ხდება გადასაყვანი თბილისში, ქუთაისსა და კიდევ 2-3 ქალაქში”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

კომენტარები