2008 წლის აგვისტოს ომი

მედვედევი: აგვისტოს ომში ჩვენი მთავარი მიზანი ხალხის სიკვდილის პრევენცია იყო

შვიდი წელი გვაშორებს საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გამოყენებულ აგრესიას. 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს რეგულარულმა არმიამ - მძიმე არტილერიის, ტანკების, ავიაციის გამოყენებით საშინელი დარტყმა მიაყენა სახლებს, საავადმყოფოებს, ცხინვალის სკოლებს. რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. დაიღუპნენ რუსი სამშვიდობებიც. რუსეთმა ამ ყველაფერს მკაცრად, თუმცა, ადეკვატურად უპასუხა, ყველაფერი საერთაშორისო და ეროვნული ნორმებისა და პრინციპების ჩარჩოს ფარგლებში მოხდა. რუსეთის მთავარი მიზანი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება და ხალხის სიკვდილის პრევენცია იყო. ჩვენი ქვეყანა მუდამ კავკასიაში მშვიდობისაკენ ისწრაფვის. დღეს ჩვენ აფხაზეთსა და ოსეთს მშვიდობიანი ცხოვრების დალაგებაში ვეხმარებით. ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ერთადერთი გზაა სახელმწიფოებისა და ხალხის შესანარჩუნებლად.

რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი თავის Facebook გვერდზე 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება

კომენტარები