რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა, ივანიშვილისთვის მძიმედ დასრულდება

ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შეიყვანა, ერთადერთი ამოცანა აქვს, ეს არის მისი პირადი ძალაუფლების შენარჩუნება და მხოლოდ ამაზე ფიქრობს ეს კაცი და ეს არის რაც აინტერესებს. ამ საქმეში, ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში, მას ხელს უშლის ქართული საზოგადოების, ქართული ხალხის თავისუფალი ნება და სპეციფიურად მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის რუსთავი 2, რომელიც ამ საზოგადოების ძალიან ეფექტურ ინფორმირებას ახდენს. სწორედ ამით არის განპირობებული ყველა ის მცდელობა, რასაც ვხედავთ სამი წლის განმავლობაში და ეს არის მორიგი მცდელობა. თუმცა, თუ ეს მცდელობა გაგრძელდა და მიიღო სერიოზული ფორმები, ეს უმძიმესი შედეგებით დამთავრდება ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკური ფიგურისთვის. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი, გიგა ბოკერია, ტელეკომპანია რუსთავი ორისა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დავასთან დაკავშირებით.

კომენტარები