სმარტფონი

Samsung-მა შემოსავლების შემცირების გამო Galaxy S6-ის გაიაფება გადაწყვიტა

Getty Images

Samsung-ის შემოსავლები უკვე მეშვიდე კვარტალია მცირდება. კომპანიის მოგება წლის მეორე კვარტალში $5.9 მილიარდი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. შემცირების მიზეზი სმარტფონების გაყიდვების კლებაა. კომპანიამ გაყიდვების სტიმულირების მიზნით ფლაგმანი მოდელების Galaxy S6-ისა და Galaxy S6 Edge-ის ფასის შემცირება გადაწყვიტა. კომპანიის შემოსავლების თითქმის ნახევარი სწორედ სმარტფონების გაყიდვებზე მოდის.

Samsung-ი სმარტფონების გაყიდვებში თავის მთავარ კონკურენტ Apple-თან აგებს. ბაზარზე iPhone 6-ის ფასი $649-დან იწყება, Galaxy S6-ის კი - $685-დან. სავარაუდოდ, Samsung-ი ფასს Apple-ის iPhone-ის ფასამდე შეამცირებს.

Galaxy S6-ს iPhone 6-თან შედარებით უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია, მათ შორის, აქვს უფრო მაღალი გარჩევადობის ეკრანი და მისი სასტარტო ვერსიის მეხსიერების მოცულობა Apple-ის 8-გიგაბაიტიან iPhone 6-ს ორჯერ აღემატება. 

ანალიტიკოსების შეფასებით, Samsung-მა ფლაგმანი სმარტფონების გამოშვების დროს ბაზარი არასათანადოდ შეისწავლა და მომხმარებელს ისეთი პროდუქტი შესთავაზა, რომელიც მათთვის განსაკუთრებულ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რის გამოც Galaxy S6-ისა და Galaxy S6 Edge-ის მიმართ ინტერესი წინასწარ განსაზღვრულზე დაბალი აღმოჩნდა.

 

კომენტარები