თბილისის მერია

ნარმანია: ინფორმაცია, როგორ გავცემთ ვაუჩერებს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ თბილისელებს ტარიფების ზრდის შედეგად არსებულ ნამატს თბილისის მერია სრულად დაუფარავს. 

"ჩვენ კომუნალური ვაუჩერები გავაორმაგეთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებზე. ამ კატეგორიის მოქალაქეებს იმ ნამატსაც, რომელიც იქნება ტარიფების ზრდის შედეგად, თბილისის მერია სრულად დაუფარავს", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ გასცემენ ვაუჩერებს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

კომენტარები