ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

უაქციზო სიგარეტის გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქე მ.ი. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა და გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტი MARLBORO.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები