ელექტროენერგია

ენერგო-პრო: თუ ტარიფი არ გაიზარდა, ელექტროენერგიას ვეღარ შევისყიდით

ზრდას ველოდებოდით ობიექტურად, დასაბუთებულად ველოდებოდით და წარმოდგენილი გვაქვს კალკულაციები, თუმცა ბალანსი მოსახლეობასა და კომპანიებს შორის, სამწუხაროდ, ჩვენს საზიანოდ კიდევ ერთხელ დაირღვა და ტარიფი გაიზარდა 0,1 თეთრით. ჯიფაუერს დაუჯდება 1 კვტ-ის გამომუშავება თვითღირებულება 10.5 თეთრი, ხოლო ბაზარს უნდა მიაწოდოს 7.3 თეთრად. მეორეს მხრივ, უკვე ენერგო-პროს გამანაწილებელი კომპანია, რასაც ყიდულობს ენერგიას, თურმე იმაზე უფრო იაფად უნდა მივაწოდოთ აბონენტებს. არ გამოდის უბრალოდ, ბატონებო, ეს. თუ ამ გზით წავიდა სემეკი, რაც დღეს ვნახეთ, შემოდგომაზე ვეღარ უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის შესყიდვას აბონენტებისთვის.

 

ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენელი მიხეილ ბოცვაძე სემეკის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც შპს ჯიფაუერის ტარიფი 7.397-დან მხოლოდ 7.534-მდე გაზარდა.

კომენტარები