ვიზალიბერალიზაცია

პრემიერი: იმედია, წლის ბოლოს ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება. მთელი მთავრობა არის მოტივირებული, რომ პირნათლად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ნაკისრი გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ბატონ ტუსკს მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების გეგმის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს, არავითარი ჩამორჩენა არ გვაქვს. DCFTA-ს ფარგლებშიც მივყვებით მოცემულ გეგმას. ასევე, წინ მივდივართ VLAP-ის ნაწილში. პრაქტიკულად, ყველა ის ვალდებულება შევასრულეთ, რომელიც ვიკისრეთ და ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები