ტაბულას განცხადება

ტაბულა გმობს პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნას

ტაბულა

ბოლო ორი დღის განმავლობაში, მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის გამო ტაბულას ორი თანამშრომელი დააკავეს. 18 ივლისს პოლიციამ უკანონოდ შეუშალა ხელი ტელეკომპანიის პროდიუსერს ლექსო მაჭავარიანს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების რეალიზებაში. უკვე დღეს, 19 ივლისს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით, დაკავებულია ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად.

ტაბულა გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას და გმობს სამართალდამცველთა მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციების, პრესის თავისუფლების ხელყოფას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაკავდეს თავისი პირდაპირი მოვალეობით - გახშირებულ დანაშაულთან ბრძოლით და შეწყვიტოს ოპოზიციის, მედიის, უმცირესობათა თუ სამოქალაქო აქტივისტების პოლიტიკური დევნა.

 

კომენტარები